Thumbnail

ჟიულ ვერნი: მწერალი, რომელმაც მომავალი იწინასწარმეტყველა

  • ფრანგმა მწერალმა მომავლის გამოგონებები წიგნებში აღწერა
  • ჟიულ ვერნმა იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანი კოსმოსს და ოკეანეს აითვისებდა

1. კოსმოსში ფრენა

რომანები: „დედამიწიდან მთვარემდე“ (1865 წელი)

„მთვარის გარშემო“ (1869 წელი)

ამ ნაწარმოებებში ჟიულ ვერნმა აღწერა ადამიანის კოსმოსში გაფრენა და მთვარეზე დაშვება. აღასანიშნავია, რომ მთვარის ექსპედიციისთვის სასტარტო მოედნად ფრანგმა მწერალმა ფლორიდაში მდებარე სთოუნ ჰილზი აარჩია. მე-20 საუკუნეში სწორედ ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე დაარსდა შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმოდრომი.

2. წყალქვეშა ნავი

„20 ათასი ლიე წყალქვეშ“ (1870 წელი)

ჟიულ ვერნმა იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანი აითვისებდა წყალქვეშა სიღრმეებს და ელექტრო ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ხომალდს შექმნიდა. კაპიტან ნემოს წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“ ოკეანეში დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა, ჩადიოდა ზღვის ფსკერზე და შეეძლო გემების ჩაძირვა.

3. აკვალანგი

„20 ათასი ლიე წყალქვეშ“

მწერალმა გამოიცნო, რომ წყლის ქვეშ ადამიანი საზღვაო კოსტუმს გამოიყენებდა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აკვალანგი ჟიულ ვერნის რომანის გამოსვლიდან 73 წლის შემდეგ კიდევ ერთმა ფრანგმა ჟაკ ივ კუსტომ გამოიგონა.

4. თვითმფრინავები და ვერტმფრენები

რომანები: „რობურ დამპყრობელი“ (1886 წელი)

„სამყაროს მბრძანებელი“ (1904 წელი)

მეცნიერული ფანტასტიკის კიდევ ერთ ფუძემდებელთან ჰერბერტ უელსთან ერთად ჟიულ ვერნმა იწინასწამეტყველა, რომ ადამიანი მფრინავ აპარატს გამოიგონებდა. მწერალმა ასევე გამოიცნო ის ფაქტი, რომ თვითმფრინავებს სამხედრო კონფლიქტების დროს გამოიყენებდნენ.

5. კომპიუტერი და ტელევიზორი

რომანი: „პარიზი 20 საუკუნეში“ (1863 წელი)

ამ შედარებით ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებში აღწერილია პარიზი 1960 წლის აგვისტოში ანუ წიგნის დაწერიდან 97 წლის შემდეგ.ამ დროს არსებობს სპეციალური აპარატი - ეკრანი, რომლის დახმარებითაც ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. მომავლის პარიზში ასევე არის გიგანტური მანქანა, რომელიც ფულს ითვლის და ახდენს საბანკო გადარიცხვებს. 

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები