Thumbnail

კულინარი რობოტი პიცას დაგიმზადებთ

  • toyota და pizza hut მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს
  • რობოტს შეუძლია შეკვეთაზე გასვლის დროს ავტომობილში პიცა დაამზადოს

ის, რომ რობოტს შეუძლია სხვადასხვა კერძების დამზადება უკვე არავის აოცებს, მაგრამ პიცერიების ქსელმა pizza hut-მა და ავტო გიგანტმა toyota-მ ახალი, ინოვაციური პროექტი წამოიწყეს.

კომპანიებმა წარადგინეს რობოტი, რომელიც პიცას არა სამზარეულოში, არამედ ავტომობილში ამზადებს იმ დროს, როდესაც მანქანა კლიენტთან შეკვეთის მისატანად მიდის. ავტომობილში მოწყობილია სამზარეულო, სადაც წინასწარ არის განთავსებულია პიცის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი. აქვეა სპეციალური ღუმელი, რომელშიც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პიცა მომზადდეს. პიცის მომზადებას სულ 6-7 წუთი სჭირდება, რის შემდეგაც რობოტი მას ღუმელიდან იღებს და ყუთში ათავსებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები