Thumbnail

2019 წლიდან ისრაელში თვითმავალი ტაქსის სერვისი ამოქმედდება

  • "ეს არ არის საპილოტე პროექტი" - ინტელის წარმომადგენელი
  • სერვისის დანერგვაში ისრაელის მთავრობაც აქტიურად მონაწილეობს

Volkswagen-მა და Intel-ის შვილობილმა კომპანიამ, Mobileye-მ დააანონსეს, რომ 2019 წლიდან ისრაელში თვითმართვადი ტაქსის გამოძახების სერვისს ნერგავენ. ტაქსის კომპანიის ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფაზე  Volkswagen-ი იზრუნებს, Intel-ი კი თვითმართვად ტექნოლოგიებს გამართავს.

2019 წელს პროექტი რამდენიმე ათეული მანქანით გაეშვება, 2022 წლისთვის კი მანქანების რაოდენობის რამდენიმე ასეულამდე გაზრდა იგეგმება. Intel-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არ არის საპილოტე პროექტი, პროექტზე  მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე ისრაელის მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.  

ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელ ქალაქებში გამოჩნდება პირველი თვითმართვადი ტაქსი.

კომენტარები

ბოლო ამბები