Thumbnail

ელონ მასკის ტესლამ მარსს ჩაუფრინა

  • წითელმა ტესლამ წითელ პლანეტას ჩაუფრინა
  • შემდეგი გაჩერება: რესტორანი სამყაროს ბოლოში

SpaceX-ის დამფუძნებლის, ელონ მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში მოგზაურობას აგრძელებს.

ამ მომენტისთვის, Falcon Heavy-ს გაშვებიდან 8 თვის შემდეგ, მასკის წითელმა ტესლამ უკვე შემოუფრინა პლანეტა მარსს. მძღოლის ადგილს ასტრონავტი მანეკენი “Starman”-ი იკავებს, რომელსაც სახელი დეივიდ ბოუის სიმღერის შთაგონებით დაარქვეს.

Falcon Heavy-ს ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ Twitter-ზე SpaceX-მა ასეთი ტექსტი დაპოსტა: "Starman-ის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა. შემდეგი გაჩერება: რესტორანი სამყაროს ბოლოში"

Roadster-ის კოსმოსში გაშვებიდან მალევე გაწყდა კავშირი მასზე დამონტაჟებულ კამერასთან, თუმცა მას მაინც შეგვიძლია მივადევნოთ თვალი ვებგვერდზე  Where is Roadster?

Falcon Heavy ბიზნესმენის ელონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის მიერ დამზადებული მძიმე კოსმოსური ხომალდია, რომელიც NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან 2018 წლის 7 თებერვალს გაუშვეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები