Thumbnail

მესენჯერი გაგზავნილი მესიჯების წასაშლელად 10 წუთს მოგცემთ

  • მესენჯერიდან არასწორად გაგზავნილი მესიჯების წაშლას შეძლებთ
  • მარკ ცუკერბერგმა მესიჯები უკვე წაშალა

Facebook Messenger-ს მალე დაემატება ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში მესიჯი წაშალოთ ისე, რომ ის აღარც მის მიმღებთან გამოჩნდეს.

ეს დრო საკმაოდ მცირეა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ Facebook-ი WhatsApp-ში გაგზავნილი მესიჯის წასაშლელად 1 საათს გვაძლევს, თუმცა ის მაინც იძლევა შეცდომის გამოსწორების შანსს.

მესენჯერის დაგეგმილი განახლების აღწერაში ვკითხულობთ:

"მალე: წაშალეთ მესიჯი ჩატიდან მისი გაგზავნის შემდეგ. თუ თქვენ შეცდომით არასწორ ფოტოს, ინფორმაციას თუ მესიჯს არასწორ ადრესატს გაუგზავნით, მისი ჩასწორება 10 წუთის განმავლობაში, მარტივად შეგიძლიათ."

მესენჯერის “unsend” ფუნქცია აპრილში, მას შემდეგ დაანონსდა, რაც Facebook-მა აღიარა, რომ მისმა დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ყველა თავისი პირადი მიმოწერა მიმღებთა ინბოქსებიდან წაშალა. ფუნქციის დამატების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები