Thumbnail

Xiaomi AirPods-ის 30$-იან ანალოგს, AirDots-ს აანონსებს

  • ბაზარზე AirPods-ის ხელმისაწვდომი შემცვლელი გამოჩნდება
  • ყურსასმენებს შორის ფუნქციური განსხვავება არ იქნება

ჩინური კომპანია Xiaomi სმარტფონების გარდა, მარტივ და ხელმისაწვდომ აქსესუარებსაც აწარმოებს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კომპანიის მცდელობამ შექმნას Apple-ის 159$-ის ღირებულების უკაბელო ყურსასმენების AirPods-ის 30$-იანი ანალოგი, AirDots.

ფუნქციურად, AirPods და AirDots აბსოლუტურად იდენტური იქნება, განსხვავებული იქნება მათი დიზაინი. ორივე ყურსასმენს Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა აქვს. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს Xiaomi, კონკურენცია გაუწიოს AirPod-ს ხმის ჟღერადობის ხარისხის კომპონენტში, თუმცა ფაქტია, რომ უკაბელო ყურსასმენები სულ უფრო აქტუალური ხდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები