Thumbnail

Harley Davidson-ის ელექტრო მოდელი 2019 წელს გამოვა

  • Live Wire  ლეგენდარული კომპანიის პირველი ელექტრო მოტოციკლია
  • Harley Davidson-მა მოდელი იტალიაში მოტოციკლების გამოფენაზე წარადგინა
  • ელექტრო მოტოციკლი გაყიდვაში 2019 წლიდან იქნება

იტალიაში ჩატარებულ მოტოციკლების გამოფენაზე  Harley Davidson-მა ახალი მოდელი Harley Davidson Live Wire წარადგინა.ეს კომპანიის პირველი ელექტრო მოტოციკლია, რომლის პროტოტიპიც ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა.ამ პერიოდში  მოდელმა ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესტ დრაივები გაიარა. ახალ მოდელს უკვე უწოდეს კომპანიის მიერ გადადგმული ყველაზე რადიკალური ნაბიჯი, რადგან Harley ყოველთვის ასოცირებული იყო ხმაურიან და მძლავრ მოტოციკლებთან.

ელექტრო მოდელის შექმნით კომპანია ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას და მომხმარებლის ახალი სეგმენტის მიზიდვას ცდილობს. ელექტრო ძრავიან მოტოციკლს სპეციალური მაგნიტები აქვს, რომლებიც მართვის გაუმჯობესების მიზნით კორპუსის ქვედა ნაწილშია განლაგებული. Live Wire-ს გააჩნია ორი ელემენტი. ელექტრო მოტოციკლს ხმა არ აქვს, მაგრამ მასზე დინამიკები დაამონტაჟეს, რომლებიც სისწრაფის აკრეფასთან ერთად Harley-სთვის დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან უხმო მოტოციკლის ქალაქის ქუჩებში გადაადგილებამ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. ახალი მოტოციკლის გაყიდვას კომპანიამ 2019 წლის ზაფხულიდან დაიწყებს

კომენტარები

ბოლო ამბები