ჩინეთის ტელევიზიაში ახალი ამბები რობოტს მიყავს

  • ჩინეთის ტელევიზიაში ტელეწამყვანი რობოტი გამოჩნდა
  • რობოტს ადამიანის გარეგნობა, ხმა და მიმიკა აქვს
  • რობოტს საინფორმაციო გამოშვება ინგლისურ და ჩინურ ენებზე მიყავს

ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ახალი ამბების საინფორმაციო გამოშვება რობოტს მიყავს.ის ტექსტებს ორ ენაზე:  ჩინურად და ინგლისურად კითხულობს.რობოტი ადამიანის ხმას და მიმიკებს იყენებს. მისი რეალური პროტოტიპისგან გარჩევა ეკრანზე საკმაოდ რთულია. თუმცა რობოტს  გარკვეული მინუსები მაინც აქვს. ეკრანზე მხოლოდ მისი თავი და პირი მოძრაობს, სხეულის სხვა ნაწილები კი უძრავია. ასევე დახვეწას საჭიროებს რობოტის ხმის ტემბრიც. ამ ექსპერიმენტის შემდეგ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტის ტელეწამყვანმა შესაძლებელია სტუდიაში ადამიანი ჩაანაცვლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები