Thumbnail
  • ჩინეთს კოსმოსური სადგურის გაშვების ამბიციური გეგმა აქვს
  • ამ დროისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგური ერთადერთი ორბიტული სადგურია

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დღეს კოსმოსში აწყობილი ერთადერთი ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. თუმცა უახლოეს მომავალში ჩინეთი კოსმოსში კიდევ ერთი სადგურის გაშვებას გეგმავს.

სადგურის სახელწოდება  “ტიანგუნი” ჩინურიდან ითარგმნება, როგორც ზეციური სასახლე. სადგურის ძირითადი მოდულის სიგრძე 17 მეტრია, წონა 60 ტონა. სადგურში შესაძლებელია განთავსდეს სამი ასტრონავტი.

კოსმოსური სადგურის  მოდულის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.სადგური ჩინეთის საკუთრება იქნება, თუმცა მის გამოყენებას  გაერო-ს წევრი სხვა სახელმწიფოებიც შეძლებენ. სადგურის ექსპლუატაციის ვადა 10 წელიწადზეა გათვლილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის ვადა 2024 წელს იწურება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები