Thumbnail

ბრიტანულ ბაზაზე სამხედრო სწავლებაში ჯარისკაცებთან ერთად რობოტები მონაწილეობენ

  • ისტორიაში პირველად მასშტაბურ სახმედრო სწავლებაში რობოტები და ჯარისკაცები ერთად მონაწილეობენ
  • დიდი ბრიტანეთი სამხედრო რობოტების არმიაში ინტეგრირების მოდელს ეძებს

ბრიტანეთის არმია სამხრეთ ინგლისში, სოლსბერის პოლიგონზე სამხედრო სწავლებას ატარებს. ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა Autonomous Warrior იმითაა აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ჯარისკაცებთან ერთად რობოტებიც მონაწილეობენ.

ექსპერიმენტის მიზანია რობოტების ურთიერთქმედების ტესტირება და მათი ბრიტანულ არმიაში ინტეგრაციის მეთოდების მოძებნა.სწავლება ითვალისწინებს რობოტების გატესტვას ქალაქში საომარი მოქმედებების წარმოების დროს და  ჯარის მომარაგების კუთხით. სამხედრო სწავლების დროს რამდენიმე ტიპის სამხედრო რობოტს გამოიყენებენ. მთლიანობაში სამხედრო ექსპერიმენტის ჩასატარებლად სოლიდური თანხა, 800 მილიონი გირვანქა სტერლინგია გამოყოფილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები