Thumbnail

L’Oréal-ის სენსორი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას გაზომავს

თავის მოვლისა და კოსმეტიკის ფრანგული ბრენდი, L’Oréal-ი მუშაობს ტანსაცმელზე დასამაგრებელ სენსორზე, რომელიც გაზომავს, თუ რამდენად ხართ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ. ულტრაიისფერი სხივები კანს საგრძნობლად აზიანებს და ხშირად კანის სიმსივნის გამომწვევი მიზეზია. La Roche-Posay-ს “My Skin Track UV Sensor” მაგრდება ტანსაცმელზე და მას არ სჭირდება ელემენტი. სენსორი მონაცემებს პირდაპირ სმარტფონს გადასცემს. 

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ მხოლოდ მზიან ამინდში არ ვექცევით - დამაზიანებელი გამოსხივებისგან დაცული არც ღრუბლიანი ამინდში და არც შენობის შიგნით ყოფნისას ვართ.

L’Oréal-ის მიზანია, სენსორის გამოყენებით ადამიანებში ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიურად გამოყენების კულტურის დანერგვა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები