Thumbnail

NASA ახალი მოდულის მარსზე გაშვების პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს

  • NASA მარსზე ახალ მოდულ InSight-ს უშვებს
  • მოდულის მარსზე გაშვების პროცესს NASA TV პირდაპირ ეთერში გადასცემს

 

NASA-ს მარსზე არაერთი მისია ჰქონდა, თუმცა მოდულ InSight-ის წითელ პლანეტაზე გაგზავნა შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყოს. 26 ნოემბერს, როდესაც მოდული ატმოსფეროში შევა, NASA გეგმავს ამ მოვლენის პირდაპირ ტრანსლაციას.თავად მოდული მარსისკენ მოძრაობის დროს ვიდეოს არ გამოგზავნის, მაგრამ პირდაპირ რეჟიმში შესაძლებელი იქნება ნასას ცენტრში მეცნიერების და ინჟინრების მუშაობაზე თვალის დევნება. NASA TV პირდაპირ ეთერში გაუშვებს ექსპერტების განმარტებებს და კომენტარებს.

2012 წლის შემდეგ, როდესაც წითელ პლანეტაზე მარსმავალი Curiosity იმყოფებოდა, ეს იქნება NASA-ს პირველი მისია მარსზე. InSight-ის მისია 2 წელი გაგრძელდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მეცნიერები წითელი პლანეტის  შესახებ უნიკალურ ინფორმაციას მიიღებენ.

 ასეთი იქნება InSight-ის მარსზე დაშვების პროცესი

 

კომენტარები

ბოლო ამბები