Thumbnail

თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi 2018 გაიმართა

თბილისში, 7-9 ნოემბერს მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi 2018 გაიმართა. ფესტივალმა შემდეგი თემები მოიცვა:

  • მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
  • მონაცემთა ჟურნალისტიკა
  • ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
  • მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
  • მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში

პირველ დღეს, დამსწრეებმა სპიკერების ინსპირაციული მოხსენებები მოისმინეს, მეორე და მესამე დღეს კი მათ პირველ დღეს მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

ფესტივალის სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Facebook, Amazon, Zalando და სხვ.

DataFest Tbilisi წელს მეორედ ჩატარდა და მას სხვადასხვა ქვეყნიდან 500 ადამიანი დაესწრო. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ForSet და Data Science Tbilisi. ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები