Thumbnail

იაპონიის კიბერუსაფრთხოების მინისტრს კომპიუტერი არასდროს გამოუყენებია

რამდენად აქვს კვალიფიკაცია ამა თუ იმ თანამდებობის პირს, განხილვის საგანი ხშირად ხდება, თუმცა ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა იაპონიაში. იაპონიის მთავრობას უჭირს, მოუძებნოს ახსნა პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას კიბერუსაფრთხოების მინისტრის პოზიციაზე იოშიკატა საკურადას დანიშვნაზე. 68 წლის საკურადა აღიარებს, რომ კომპიუტერი არასდროს გამოუყენებია. 

იოშიკატა საკურადას პირველივე საჯარო გამოსვლამ საკმაოდ უხერხულად ჩაიარა, რადგან მან ჟურნალისტების მიერ დასმულ ისეთ კითხვასაც კი ვერ უპასუხა, რომელიც მინიმალურ დარგობრივ კომპეტენციას მოითხოვდა. მისი თქმით, ის 25 წლის ასაკიდან მართავს საკუთარ ბიზნესს და კომპიუტერის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში დავალებას ყოველთვის თავის თანამშრომლებს აძლევდა. 

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება საკურადას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით უცნაურია იმ თვალსაზრისითაც, რომ  ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით იაპონია მსოფლიო მასშტაბით  ერთ-ერთი ლიდერია.
 

კომენტარები

ბოლო ამბები