Thumbnail

Lockheed Martin ექსპერიმენტული ზებგერითი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობს

  • Lockheed Martin და NASA ზებგერითი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობენ
  • ექსპერიმენტული თვითმფრინავის გამოყენება სამოქალაქო ავიაციაში იგეგმება

Lockheed Martin-მა ახალ ზებგერითი თვითმფრინავზე დაიწყო მუშაობა. პროექტი NASA-თან ერთად მიმდინარეობს. დამფინანსებელი სწორედ აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოა. ზებგერითი თვითმფრინავის შესაქმნელად NASA-მ 250 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი თვითმფრინავის სახელწოდებაა X- 59 QueeSST.

ზებგერით თვითმფრინავებს ფრენის დროს ძლიერი ხმაურის გამო სამოქალო ავიაციაში აღარ იყენებენ. ბოლო სამგზავრო რეისი კონკორდის ზებგერითმა თვითმფრინავმა 2003 წლის ოქტომბერში შეასრულა. Lockheed Martin  სამგზავრო ზებგერითი თვითმფრინავის შექმნას აპირებს, რომელიც ფრენის დროს ხმაურს არ გამოიწვევს.Lockheed Martin-ის  და NASA-ს მიზანია ხმის დახშობის ტექნოლოგიის გამოყენება.

თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე  გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი სიჩქარე საათში 940 მილი( 1512 კილომეტრი) იქნება. პირველ სატესტო გაფრენას X- 59 QueeSST 2021 წელს განახორციელებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები