Thumbnail

მასკმა რაკეტას, რომელსაც არაოფიციალურად Big Fuc*ing Rocket-ს უწოდებენ, სახელი გადაარქვა

  • ელონ მასკმა Space X-ის რაკეტა Big Falcon Rocket-ს სახელი გადაარქვა
  • ამ რაკეტას არაოფიციალურად Big Fuc*ing Rocket უწოდებენ
  • 2022 წელს მასკი ამ რაკეტის მარსზე გაგზავნას გეგმავს 

Space X-ის რაკეტამ Big Falcoon Rocket ახალი სახელწოდება მიიღო. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა რაკეტას Starship დაარქვა, რაკეტა მატარებელს კი, რომელსაც არაოფიციალურად Big Fuc*ing Rocket-ს უწოდებდნენ Super Heavy. 118 მეტრიანი რაკეტის შექმნაზე მუშაობის დაწყება კომპანიამ სექტემბერში დააანონსა.

რაკეტაზე მუშაობა ლოს ანჯელესში მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია. Space X-ში იმედი აქვთ, რომ ახალი რაკეტის გამოცდას 2019 წლის ბოლოს შეძლებენ. მასკს ამ რაკეტასთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა პირველი უპილოტო გაფრენა მარსზე 2022 წლისთვის უნდა შედგეს, 2024 წელს კი რაკეტამ წითელ პლანეტაზე ადამიანი უნდა გადაიყვანოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტზე Space X-ის რესურსის მხოლოდ 5 პროცენტი იხარჯება, სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი განხორციელება ამ გრაფიკით ვერ მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ ხარისხისა და ფასის უკეთ კონტროლისთვის Space X რაკეტის ნაწილების უმეტესობას თავად ამზადებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები