Thumbnail

Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

  • Facebook-ს და Instagram-ს პრობლემები აქვს 
  • კომპანია შეფერხების შესაძლო მიზეზებს იძიებს

დღეს დილიდან, Facebook-ის და Instagram-ის ათასობით მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ სოციალური ქსელებით ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, ისინი ვერ ნახულობენ Facebook-ზე სიახლეებს, ვერ სარგებლობენ მესენჯერით და ფოტოებსა თუ ვიდეოებს ვერც ინსტაგრამზე ათვალიერებენ. 

downdetector.com-ის თანახმად, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის რეგიონში. მომხმარებლებმა Facebook-ის გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოსახატად სხვა სოციალურ ქსელებს მიმართეს - ჰეშთეგი #FacebookDown Twitter-ზე 4000-ზე მეტი Tweet-ით Trending გვერდზე მოხვდა.

 

ამ დრომდე  Facebook-ი პრობლემას მხოლოდ მოკლე განცხადებით გამოეხმაურა. მისმა წარმომადგენელმა დეველოპერების გვერდზე დაწერა, რომ პრობლემას იძიებენ და მალე გამოასწორებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები