Thumbnail

NASA წითელი პლანეტის კრატერის შესასწავლად მარსმავალს გააგზავნის

  • NASA-ს ახალ მარსმავალს წითელ პლანეტაზე 2020 წელს გაუშვებენ
  • მარსმავალის მიზანია დაადგინოს არსებობდა თუ არა სიცოცხლე მარსზე

მარსმავლებმა Spirit, Opportunity, Curiosity არაერთხელ მიაგნეს იმის კვალს, რომ ერთ დროს წითელ პლანეტაზე  სიცოცხლე მართლაც არსებობდა. NASA ამ ჰიპოთეზის საბოლოოდ დამტკიცებას ცდილობს. სწორედ ეს იქნება ახალი მარსმავალის Mars 2020-ის მიზანი, რომელსაც პლანეტაზე ორი წლის შემდეგ გააგზავნიან. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ უკვე შეარჩია ადგილი, სადაც მარსმავალს კვლევის ჩატარება მოუწევს. ეს არის კრატერი ჯეზერო, რომელიც მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს.

კრატერის სიღმე 500 მეტრია, დიამეტრი კი 45 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ აქ ერთ დროს მდინარის დელტა იყო. კრატერზე მარსმავალის დაშვება NASA-ს ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა, თუმცა რთული რელიეფის გამო ამ ვარიანტზე მაშინ უარი თქვეს. 2018 წლისთვის ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწა და მარსმავალის ქვიშაში ჩაფლობის ან ფერდობიდან გადავარდნის საშიშროება ნაკლებად არის. მარსმავალი პლანეტასთან მიახლოვებისას ზედაპირის ფოტოებს გადაიღებს, ასევე შეძლებს საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიცვალოს და ხელსაყრელ ადგილას დაეშვას.

იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი იქნება წითელ პლანეტაზე Mars 2020-ის მისია, იხილეთ ეს ვიდეო.

კომენტარები

ბოლო ამბები