Thumbnail

3D პრინტერები ჯანმრთელობისთვის საზიანოა-ახალი კვლევა

  • ბეჭდვის დროს გამოყოფილი უმცირესი ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის საშიშია
  • 3D პრინტერის უსაფრთხო მოდელი დღეს ბაზარზე არ არსებობს

Aerosol Science and Technology-ში გამოქვეყნებული ოთხწლიანი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ 3D პრინტერები ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკრონაწილაკებს გამოყოფს, რომლებიც ფილტვებში სამუდამოდ რჩება. კვლევის ავტორის რჩევით, თუ პირდაპირი შეხება გაქვთ 3D პრინტერებთან, უნდა უზრუნველყოთ, რომ პრინტერი ბავშვებისგან მოშორებით, კარგად ვენტილირებულ სივრცეში იყოს განთავსებული. 

მოსაზრებას, რომ მუშაობის პროცესში 3D პრინტერის სიახლოვეს ყოფნა ადამიანისთვის საზიანოა, არაერთი სხვა კვლევაც ამყარებს. ბეჭდვის დროს, პრინტერი გარკვეულ მასალას ადნობს და მას ფორმას უცვლის. საზიანო მიკრონაწილაკები სწორედ ამ პროცესში გამოიყოფა. 

კვლევის ავტორის, როდნი ვებერის თქმით, დღეს არ არსებობობს 3D პრინტერი, რომელიც სრულად დაცულია სახიფათო მიკრონაწილაკების გავრცელებისგან.

“საფრთხის შემცველია ის ინდუსტრიული მოდელებიც კი, რომელებიც ერთი შეხედვით დაცულია და ფილტრაციისა თუ განიავების სისტემები აქვს.“

სავარაუდოდ, მომავალში 3D პრინტერების უსაფრთხოებას მეტი ყურადღება დაეთმობა, თუმცა მანამდე მომხმარებლებს მოუწევთ დამატებითი განიავების სისტემებში მეტი ინვესტიცია ჩადონ. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები