Thumbnail

Facebook-ს აპლიკაციაში გატარებული დროის გაზომვის ფუნქცია დაემატა

თუკი თვლით, რომ Facebok-ზე და Instagram-ზე ზედმეტ დროს ატარებთ, ფუნქცია, რომელიც ამ აპლიკაციებს დაემატა, თქვენთვისაა. 

“Your time on Facebook”-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ნახოს, კვირის განმავლობაში რომელ დღეს რამდენი დრო დაუთმო სოციალურ ქსელს, ტაიმერით საკუთარ თავს დროის შეზღუდვა დაუწესოს, პრიორიტეტი მიანიჭოს NewsFeed-ზე ამა თუ იმ ტიპის ინფორმაციას და ა.შ.

ფუნქციის სანახავად, Facebook-ზე Settings & Privacy კატეგორიაში დააკლიკეთ წარწერას Your time on Facebook, ხოლო Instagram-ზე ფუნქციას ნახავთ შემდეგნაირად: Settings > Your Activity > Your Time.

ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ მობილური აპლიკაციისთვის მუშაობს.


 

კომენტარები

ბოლო ამბები