Thumbnail

NASA გაფრთხილებთ: კოსმოსში მარიხუანა არ მოწიოთ

  • NASA ელონ მასკი კომპანიის Space X-ის  ტექნიკურ შემოწმებას იწყებს
  • შემოწმების მიზეზად მასკი მიერ ინტერვიუს დროს მარიხუანის მოწევას ასახელებენ

ნასა კომპანია Space X-ში უსაფრთხოების კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. მიზეზი საკმაოდ ბანალურია. ორი თვის წინ Space X-ის მფლობელი ელონ მასკი ინტერნეტ ინტერვიუს დროს პირდაპირ ეთერში მარიხუანას ეწეოდა. კალიფორნიაში, სადაც ინტერვიუ ჩაწერეს, მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია, ამიტომ Space X-ის დამფუძნებელს რაიმე სანქცია არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტმა NASA-ს მენეჯმენტის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. შემოწმება 2019 წელს დაიწყება და რამდენიმე თვე გაგრძელდება. NASA-ს წარმომადგენლის ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით:

 

ეს უხერხული ფაქტი გარკვეულწილად ჩვენც გვეხება, რადგან NASA Spece X- თან თანამშრომლობს. ჩვენ წამოვადგენთ არა მხოლოდ კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს, არამედ იმ კომპანიებსაც ვისთანაც ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ გვაინტერესებს როგორია სამუშაო გარემო კომპანიაში, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება. ამერიკულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ასტრონავტი კოსმოსურ ხომალდში ჯდება, მისი უსაფრთხოება დაცულია.

NASA-ს წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ სრულად ენდობა Space X-ის გუნდს და კარგად იცის, რომ კომპანიაში პროფესიონალები მუშაობენ.

Space X კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ელონ მასკმა 2002 წელს დააარსა. კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს. Space X-ის ერთ-ერთი მიზანია კოსმოსური ფრენების კომერციალიზაცია, მათი გაიაფება და საბოლოოდ მარსის კოლონიზაციის პროექტის დაწყება. კომპანიამ შეიმუშავა რაკეტები Falcon 1, Falcon 9 და Falcon Heavy, ასევე კოსმოსური ხომალდი Dragon. Space X მარსზე პირველ მისიას 2022 წლისათვის გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები