Thumbnail

ბრიტანული კომპასი ადგილმდებარეობას GPS-ის გარეშე განსაზღვრავს

  • ბრიტანელი მეცნიერების მიერ შექმნილი კომპასი ადგილმდებარეობას GPS-ის გარეშე განსაზღვრავს
  • ბრიტანელები ამ კომპასის განთავსებას გემებზე და მატარებლებზე აპირებენ

GPS-გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა შეერთებული შტატების მიერ შექმნილი სანავიგაციო სატელიტური სისტემაა. GPS მუშაობს ნებისმიერ ამინდში, დღე და ღამე, დედამიწაზე და მასთან ახლოს. ეფექტურობის მიუხედავად GPS-საც აქვს ხარვეზები. თანამგზავრიდან წამოსული სიგნალი ღრუბლის საფარის ან ტყის მასივის გამო ხშირად ხარვეზით მოდის.

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი კვანტური კომპასი, რომელიც ობიექტის ადგილმდებარეობას GPS-ის გარეშე ზუსტად განსაზღვრავს.ეს კომპასი ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერების გამოგონებაა.მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება დედამიწის მაგნიტური ველის სუბატომური ეფექტის დაფიქსირებას. ეს ხელსაწყო უმნიშვნელო  ცვლილებებსაც კი აღიქვამს და ადგილმდებარეობას ფილიგრანული სიზუსტით ადგენს. კომპასი იყენებს ლაზერს, რომ გააციოს წყალბადის ატომები, რის შემდეგაც სენსორები აფიქსირებენ მათ გადანაცვლებას და აჩქარებას.

კვანტური კოპასი ვიზუალურად საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციული კომპასისგან

კომპასის მასშტაბებიდან გამომდინარე მისი განთავსება შეიძლება დიდ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგალითად გემზე ან მატარებელზე.ექსპერტები ვარაუდობენ,რომ კვანტურ კომპასს ეფექტურად გამოიყენებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები