Thumbnail

პირველმა 3D ტომოგრაფიამ ადამიანის სხეული წარმატებით გადაიღო

  • სკანერის პროტოტიპმა პირველი 3D მასალა გადაიღო
  • აპარატი საავადმყოფოებში მალე გამოჩნდება

ტექნოლოგიაზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად, მსოფლიოში პირველმა სამედიცინო სკანერმა, Explorer-მა ადამიანის სხეული სამ განზომილებაში გადაიღო. ეს რევოლუციური მოწყობილობა აერთიანებს პოზიტრონ-ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიებს და ამ აპარატებზე 40-ჯერ სწრაფია - Explorer მთელი სხეულის 3D სურათს სულ რამდენიმე წამში იღებს. 

“აღმაფრთოვანებელია, რამდენად დეტალურ სურათს გვაჩვენებს სკანერი. არ არსებობს მსოფლიოში სხვა აპარატი, რომელიც ასეთ ზუსტ მონაცემს მოგვცემს ადამიანის სხეულზე” - ბირთვული მედიცინის ექსპერტი რამზი ბადავი. 

40-ჯერ სწრაფ შედეგს აპარატი მინიმალური დასხივებით აღწევს. Explorer-ი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მისი შემქმნელები ამბობენ, რომ სკანერი საავადმყოფოებში  მალე გამოჩნდება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები