Thumbnail

დრონები ტყეში დაკარგულებს GPS-ის გარეშე მოძებნიან

  • დრონები ტყეში საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს GPS-ის გარეშე იმოქმედებენ
  •  ახალი მეთოდი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს

 

უპილოტო საფრენი აპარატები ხშირად გამოიყენება საძიებო-სამაშველო ოპერაციების დროს. მაგრამ ტყის მასივში მათი გამოყენება პრობლემატურია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხეები აფერხებენ GPS-ის მუშაობას.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რაც მსგავს პრობლემებს გამორიცხავს. ინსტიტუტის მეცნიერები უპილოტო საფრენ აპარატებთან მიმართებაში იყენებენ იგივე ტექნოლოგიას, რომელიც აპრობირებულია უპილოტო მანქანების მუშაობის დროს. სამეცნიერო ჯგუფმა შექმნა უპილოტო აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია ტყის რუკები. თითოეული დრონი ქმნის ორგანზომილებიან რუკას, სადაც შეტანილია ტყეში ხეების განლაგება, რაც აადვილებს იმ ადგილების დამახსოვრებას, რომელიც რობოტმა უკვე მოინახულა საძიებო ოპერაციის დროს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი მეთოდის დახვეწაზე ჯერ კიდევ მუშაობს. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ამ დრონების ეფექტური გამოყენება  რთული რელიეფის მქონე ტყიან ადგილებში საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებას გააადვილებს და დაკარგული ადამიანების მოსაძებნად ბევრად ნაკლები დრო დაიხარჯება.

შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კადრები თუ როგორ მოქმედებენ დრონები საძიებო ოპერაციის დროს

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები