Thumbnail

რობოტმა სოფიამ ჯიმი ფელონთან ერთად დუეტი შეასრულა

  • რობოტი სოფია The Tonight Show-ს სტუმარი იყო
  • ამჯერად მან თავისი ვოკალური მონაცემები გამოამჟღავნა

The Tonight Show-ს გასულ ეპიზოდში წამყვანმა, ჯიმი ფელონმა გადაცემაში რამდენიმე რობოტი წარადგინა, თუმცა გადაცემის მთავარი ვარსკვლავი ჰუმანოიდი რობოტი, სოფია იყო.

ჯიმი ფელონი თავისი გადაცემის სტუმრებთან ერთად დუეტებს ხშირად ასრულებს. გამონაკლისი არც რობოტი სოფია იყო - მან წამყვანთან ერთან A Great Big World-ის სიმღერა “Say Something” შეასრულა. 

ჰუმანოიდი სოფია Hanson Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტია და მას საუდის არაბედის მოქალაქეობა აქვს. 2018 წლის ივლისში ის საქართველოსაც სტუმრობდა. 

ნახეთ ვიდეო: 

კომენტარები

ბოლო ამბები