Thumbnail

ინსტაგრამი მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს სურათებს აღუწერს

ინსტაგრამმა დააანონსა, რომ მხედველობა დაქვეითებული მომხმარებლებისთვის ახალ ფუნქციებს დაამატებს. მათ შორის ერთ-ერთია ავტომატური ალტერნატიული ტექსტის ფუნქცია, რომელიც სურათების ხმოვან აღწერას გულისხმობს. ფაქტობრივად, ინსტაგრამი მომხმარებლებს მოუყვება, თუ რა არის აღბეჭდილი ამა თუ იმ ფოტოზე.

საგნის ამოცნობის ტექნოლოგიის დახმარებით, ხელოვნური ინტელექტი ფოტოების აღწერას ავტომატურად შექმნის, თუმცა მომხმარებლებსაც შეეძლებათ ფოტოებისთვის სპეციალური აღწერის თავად დაწერა, რომელსაც პროგრამა ხმამაღლა წაუკითხავს ამ ფუნქციით მოსარგებლე ადამიანებს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები