Thumbnail

ბრიტანეთში პოტენციურ დამნაშავეს ხელოვნური ინტელექტი გამოავლენს

  • ხელოვნური ინტელექტი ბრიტანეთში დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენება
  • პროგრამას სატესტო რეჟიმში ვესტ მიდლენდსის საგრაფოში იყენებენ

სტივენ სპილბერგის ფილმში "განსხვავებული აზრი"  (Minority Report) მოქმედება 2054 წელს ვაშინგტონში ხდება. ამ დროს შექმნილია სპეციალური სისტემა, რომელიც წინასწარ, დანაშაულის ჩადენამდე პოტენციურ დამნაშავეს გამოავლენს, რაც პოლიციას კრიმინალის აღკვეთის საშუალებას აძლევს.2002 წელს, როდესაც ეს ფილმი გადაიღეს, მსგავსი სისტემის დანერგვა ფანტასტიკის სფეროს ნაწილი იყო. უკვე  2018 წელს ბრიტანეთის პოლიცია იყენებს სისტემას, სადაც ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით იგივეს აკეთებს, რაც სპილბერგის ფილმშია აღწერილი.

ახალის სისტემის სახელწოდებაა NDAS(National Data Analytics Solution). ის მუშაობის დროს იყენებს პოლიციის მონაცემთა ბაზებს.პროექტის ხელმძღვანელის იენ დონელის განცხადებით, პოლიციის მონაცემთა ბაზიდან შეკრებილია ტერაბაიტზე მეტი მოცულობის ინფორმაცია 5 მილიონზე მეტ ადამიანზე, ასევე დანაშაულის ფაქტებზე.

NDAS გააჩნია 1400 მახასიათებელი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოავლინოს პოტენციური დამნაშავე.ინფორმაციის გადამუშავების საფუძველზე სისტემა ადამიანებს კატეგორიებად დაყოფს.“მაღალი რისკის” კატეგორიაში შედიან ისინი, ვისაც წარსულში ჩაუდენია დანაშაული ან ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება.

ვესტ მიდლენდსის( დასავლეთ ინგლისის საგრაფო) პოლიციის დეპარტამენტი უკვე იყენებს პროგრამას სატესტო რეჟიმში.მომავალში პროექტს კიდევ რამდენიმე საგრაფო შეუერთდება. პროექტის ხელმძღვანელის, იენ დონელის განცხადებით:

ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენამდე ვინმეს დაპატიმრებას. გვინდა ეს სისტემა გამოვიყენოთ, როგორც “კონსულტანტი”, რომ სწორად შევაფასოთ რისკები და უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები