Thumbnail

ამაზონი სამედიცინო ისტორიებს ხელოვნური ინტელექტით გააციფრულებს

  • ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო ისტორიებს გააციფრულებს და გააანალიზებს
  • პროგრამისთვის ექიმების გაუგებარი კალიგრაფია დაბრკოლება არ არის

ბოლო წლების განმავლობაში ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ჯანდაცვის განვითარებით დაინტერესდა და ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტიც განახორციელა - შეისყიდა ონლაინ აფთიაქი, ჩამოაყალიბა ჯანდაცვის ლაბორატორია და ა.შ.

ამჯერად ამაზონმა დააანონსა, რომ გაყიდის პროგრამას, რომელიც გააციფრულებს და გააანალიზებს პაციენტების სამედიცინო ისტორიას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს ექიმების ყველაზე გაუგებარი კალიგრაფიის გარჩევაც კი შეუძლია. ის ასევე ამოიცნობს აბრევიატურებსა და სამედიცინო ჟარგონებს. 

საავადმყოფოები ამერიკაში უკვე დიდი ხანია ქმნიან პაციენტების ელექტრონულ ისტორიას, თუმცა ამაზონის პროგრამის უპირატესობა ისაა, რომ ექიმს არ უწევს  ჩანაწერების ელექტრონულ სისტემაში ხელით შეყვანა, რაც მათ მეტ დროს უტოვებს პაციენტთან სასაუბროდ, ასევე პროგრამა სამედიცინო ისტორიის შინაარსობრივ მხარესაც აანალიზებს.

პროგრამის გაშვება დღეს იგეგმება. ამაზონი ირწმუნება, რომ პაციენტების სამედიცინო ისტორიის კონფიდენციალურობას საფრთხე არ ემუქრება. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები