Thumbnail

ზრდილობიან მიმართვაზე ხმოვანი ასისტენტი მეგობრულად გიპასუხებთ

  • Google-ის ხმოვანი ასისტენტი ზრდილობიან მიმართვაზე მეგობრულად გიპასუხებთ
  • ფუნქციის გამოყენება ნებაყოფლობითია

შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ასისტენტების მიმართ უხეში მოთხოვნები უზრდელ ადამიანებად გვაქცევდეს და არც ბავშვებისთვის იყოს სამაგალითო, თუ როგორ ვუბრძანებთ Google Home-სა თუ Siri-ს ამა თუ იმ საქმის შესრულებას “თუ შეიძლებას” და “მადლობის” გარეშე. 

ამის გამო, Google-მა თავისი ხმოვანი ასისტენტი განაახლა და ის უფრო მეგობრულად გიპასუხებთ, თუკი მას სწორედ ამ სიტყვებით მიმართავთ. მაგალითად, თუკი ასისტენტს ეტყვით: “გთხოვ, დააყენე 10 წუთიანი ტაიმერი”, ის გიპასუხებთ: “მადლობა, რომ ასე ზრდილობიანად მთხოვე! 10 წუთის ათვლა იწყება ახლა…”

ფუნქციის გამოყენება ნებაყოფლობითია - Google Home არ განგიკითხავთ, თუ ამ ფუნქციას არ გამოიყენებთ და მას ისევ უხეშად მიმართავთ. მიცემულ დავალებებს ის მაინც პირნათლად შეარულებს.

ნახეთ ვიდეო:

ასევე ნახეთ: Google Home ზღაპრების კითხვას მუსიკალური ეფექტებით გაგიფორმებთ

კომენტარები

ბოლო ამბები