Thumbnail

Play Store-ის ფასიან აპლიკაციებს უკვე საქართველოდანაც გადმოწერთ

Google-ის Play Store-დან ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა ან აპლიკაციების დამატებითი ფუნქციების ყიდვა უკვე საქართველოდანაც შეგიძლიათ. ეს სიახლე დაგვიანებულიც კი არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ფუნქცია უკვე წლებია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. დღევანდელი მდგომარეობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც Play Store-ით სარგებლობა შესაძლებელია, ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა მხოლოდ ჩინეთში, კუბაში, ირანსა და სუდანშია შეზღუდული.

აპლიკაციების ფასები 2 ლარიდან ($0.75) იწყება. ფუნქცია Play Store-ის ქართველი მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები