Thumbnail

სათვალე Microsoft HoloLens-ს შეუძლია უსინათლოებს გადაადგილების დროს დაეხმაროს

  • კომპანია Caltech-მა სისტემა CARA შეიმუშავა, რომელიც HoloLens-ის სათვალეს სხვადასხვა ნივთების აღმოსაჩენად იყენებს
  • CARA-ს შემქმნელები ამბობენ, რომ სისტემა უსინათლოებს გადაადგილებისას დაეხმარება

Microsoft HoloLens ჭკვიანი სათვალეა, რომელიც უკაბელოა და შეიცავს Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერს. იყენებს მოწინავე სენსორებს, მაღალი გარჩევადობის, თავზე გასაკეთებელ 3D ოპტიკურ დისპლეის, რომელსაც გააჩნია ჰოლოგრაფიკული ლინზები და სივრცული ხმა დამატებითი რეალობის აპლიკაციებისათვის.

სათვალეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებიც კი იყენებენ.თუმცა გაირკვა, რომ HoloLens-ის ფუნქციები კიდევ უფრო გაიზარდა. მას შეუძლია უსინათლო ადამიანებს გადაადგილების დროს დაეხმაროს.

კომპანია Caltech-მა შეიმუშავა სისტემა Cognitive Augmented Reality Assistant(CARA), რომელიც HoloLens-ის სათვალეს სხვადასხვა ნივთების აღმოსაჩენად იყენებს. სინთეზირებული ხმა აცხადებს ობიექტს, რომელსაც უახლოვდებით. რაც უფრო ახლოს ხართ ობიექტთან, მით უფრო ხმამაღლა ისმის ობიექტის სახელი.

სისტემის შექმნელებმა რამდენიმე უსინათლო ადამიანს თხოვეს ექსპერიმენტში მონაწილეობა. მხედველობა დაქვეითებულებმა ამ სათვალით Caltech-ის ოფისში გადაადგილება უპრობლემოდ შეძლეს, რადგან სისტემა მათ თითოეულ ობიექტთან მიახლოებას ატყობინებდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები