Thumbnail

Space X-მა რაკეტის გაშვებით ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა

  • კომპანია Space X-მა რაკეტა Falcon-ის გაშვებით ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა
  • Space X-მა ორბიტაზე  64 თანამგზავრი გაუშვა

კომპანია Space X-მა ავიაბაზა ვანდენბერგიდან რაკეტა Falcon 9-ის გაშვებით ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა.

2018 წელს ეს იყო კომპანიის მეცხრამეტე გასვლა კოსმოსში. Space X-მა გააუმჯობესა შარშანდელი მაჩვენებელი, რომელიც თვრამეტს შეადგენდა.

Falcon-მა ორბიტაზე ერთდროულად 64 თანამგზავრის გაყვანა შეძლო და შეერთებული შტატების რეკორდი დაამყარა. მსოფლიო რეკორდი ამ მაჩვენებლით ინდოეთს ეკუთვნის, რომელმაც 2017 წელს ერთდროულად 104 თანამგზავრის გაშვება შეძლო.

რაკეტა მატარებელი B 1046 წელს უკვე მესამეჯერ გამოიყენეს კოსმოში გასაშვებად, რაც ასევე მიღწევაა. რაკეტა მანამდე 11 მაისს და 7 აგვისტოს გაუშვეს.

მეოთხე რეკორდი ისევ რაკეტა მატარებელმა B 1046 დაამყარა. რაკეტა კოსმოსში სამი სხვადასხვა ადგილიდან გაუშვეს: პირველი იყო კენედის კოსმოსური ცენტრი, მეორე კანავერალის კონცხი ფლორიდაში და ბოლო გასვლა ავიაბაზა ვანდენბერგიდან კალიფორნიაში.

ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით წლევანდელი წელი კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიისთვის წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები