Thumbnail

პაციენტს 3D პრინტერით დაბეჭდილი ყბა ჩაუსვეს

  • პაციენტმა სიმსივნის გამო ყბის უდიდესი ნაწილი დაკარგა
  • მისი მკურნალობა მხოლოდ 3D პრინტერის დახმარებით მოხერხდა

31 წლის ანელია ბაიბურგი ერთ-ერთი პირველია, ვისაც 3D პრინტერით დაბეჭდილი ყბა ჩაუსვეს. მას 2017 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სწორედ ამ დაავადებამ შეიწირა მისი ყბის, ტუჩების და კბილების უდიდესი ნაწილი. ის თვეების განმავლობაში გარეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადით გადიოდა, ბოლოს კი მკურნალობის შესაძლო მეთოდები მოიძია და იპოვა ექიმი, რომელიც მას ყბის რესტავრაციას გაუკეთებდა. 

ჩვენ ვსაუბრობთ, ვურთიერთობთ, ვჭამთ პირის დახმარებით… მის გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია - ამბობს პაციენტი

ქირურგმა ჯორჯ დიმიტრულისმა განიხილა ანელია ბაიბურგის შემთხვევა და მიზანშეწონილად მიიჩნია, მისთვის ახალი ყბა 3D პრინტერით შეექმნათ. მან შექმნა დასაბეჭდი ყბის ფორმა და ოპერაციაც თავად გააკეთა. ექსპერიმენტმა გაამართლა - ყბის იმპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს ყბის გარდა ახალი კბილებიც ჩაუსვეს.

პაციენტი ოპერაციამდე და მის შემდეგ:

პაციენტი ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები