Thumbnail

ჩინეთის ქალაქში ქუჩებს ღამით ხელოვნური თანამგზავრი გაანათებს

  • ქალაქ ჩენდუს ქუჩებს ღამის განათების ნაცვლად კოსმოსური თანამგზავრიდან წამოსული შუქი გაანათებს
  • ექსპერიმენტი 2020 წელს დაიწყება

ღამით ქუჩების  განათებაზე დიდ ქალაქებში ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება. მილიარდ სამას მილიონიან ჩინეთში, სადაც ათობით მილიონიანი ქალაქია, ბიუჯეტიდან ქუჩების განათებაზე კოლოსალური ფინანსები მიდის. ჩინელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით უჩვეულო პროექტი განახორციელონ: ბუნებრივი შუქი თანამგზავრების საშუალებით მზისგან აირეკლება და ღამით მთელ ქალაქს გაანათებს.

პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყება. ექსპერიმენტში მონაწილეობას სამხრეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქი ჩენდუ მიიღებს.დედამიწის ორბიტაზე გაუშვებენ სამ თანამგზავრს სარკის ამრეკლავი ზედაპირით, რომლებიც შუქს პირდაპირ ქალაქს მიაწოდებენ. ვარაუდობენ, რომ თანამგზავრების ნათება მთვარეზე 8-ჯერ უფრო მკვეთრი იქნება, ელექტროენერგიის ეკონომია კი წელიწადში 240 მილიონი დოლარს შეადგენს. პროექტის ერთ-ერთი ავტორის ვუ ჩუნფენის განცხადებით:

სინათლის სიკაშკაშე და განათების სიზუსტე ადვილად დარეგულირდება. სამი “ხელოვნური მთვარე” რიგრიგობით იმუშავებს, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

თანამგზავრები ორბიტაზე დედამიწიდან 500 კილომეტრის მანძილზე განლაგდებიან და 10-დან 80 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას გაანათებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები