Thumbnail

SpaceX-ის რაკეტა წყალზე ავარიულად დაეშვა

  • მიუხედავად ავარიული დაშვებისა, რაკეტის მთავარი მისია შესრულებულად ითვლება
  • რაკეტა დაზიანებული არ არის

SpaceX-ის Falcon 9-ს ფლორიდიდან წარმატებული გაშვებიდან 7 წუთის შემდეგ, რაკეტა ატლანტის ოკეანეზე ავარიულად დაეშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიამ რაკეტის გეგმის მიხედვით, მიწაზე დასმა ვერ შეძლო. მისიის უსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელის, ჰანს კონიგსმანის თქმით, რაკეტას მოსახლეობისთვის და მათი საკუთრებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

"რაც უნდა იმედგაცრუებულები ვიყოთ ფაქტით, რომ რაკეტა დაგეგმილი ადგილის მაგივრად წყალზე დაეშვა, მთავარია ვნახეთ, რომ სისტემამ იცის, როგორ იპოვოს გარკვეული შემთხვევებიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი” - ჰანს კონიგსმანი

ნახეთ, როგორ მიემართება რაკეტა ატლანტის ოკეანისკენ:

მისიის მიზანი Falcon 9-ის და Crew Dragon-ის ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა იყო. SpaceX აპირებს კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად გამოიყენოს, მისია CRS 16-ის ფარგლებში კი საჭირო ინვენტარით დატვირთული რაკეტა კოსმოსურ სადგურზე მე-16-ედ გაუშვეს.

ასევე ნახეთ: SPACE X-მა რაკეტის გაშვებით ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა

შემთხვევას ელონ მასკიც გამოეხმაურა Twitter-ზე. მისი თქმით, რაკეტა დაზიანებული არ არის და ის ჯერ კიდევ გადმოსცემს მონაცემებს. მან რაკეტის ვარდნის ვიდეოც გააზიარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები