Thumbnail

Volkswagen 2026 წლიდან ბენზინზე მომუშავე მანქანებს აღარ გამოუშვებს

  •  2026 წლიდან კომპანია მხოლოდ ელექტრო მანქანებს გამოუშვებს
  • ეს ნაბიჯი მარკეტინგული სვლაც არის "დიზელის სკანდალის" შემდეგ კომპანიის რეპუტაციის აღსადგენად

მანქანების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მსოფლიოში, Volkswagen-ი სრულად გადავა ელექტრო მანქანების წარმოებაზე. ამის შესახებ კომპანიის სტრატეგიული განვითარების უფროსმა სპეციალისტმა, მაიკლ ჯოსტმა განაცხადა. მისი თქმით, Volkswagen-ი ბენზინზე მომუშავე მანქანების ბოლო სერიას 2026 წელს გამოუშვებს, ამის შემდეგ კი კომპანია მხოლოდ ელექტრო მანქანების წარმოებაზე გადავა.

Volkswagen-მა 2017 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ელექტო და ჰიბრიდული მანქანების შესაქმნელად 40 მილიონ დოლარს დახარჯავდა იმ იმედით, რომ 2025 წლისთვის კომპანია ელექტრო მანქანების წარმოების კუთხით ბაზარზე მოწინავე პოზიციას დაიკავებდა. ამჟამად Volkswagen-ი მხოლოდ ერთ ელექტრო მანქანას, e-Golf-ს აწარმოებს, თუმცა 2020 წლიდან დაანონსებულია სხვა მოდელების გამოშვებაც.

ამ ნაბიჯით კომპანია რეპუტაციის აღდგენას ცდილობს

აღსანიშნავია, რომ Volkswagen-ს განსაკუთრებით სჭირდება ამ ტიპის რებრენდინგი ეკოლოგიურად სუფთა მანქანების მწარმოებლის სახელის დასამკვიდრებლად - 2015 წელს კომპანია დიზელის ძრავიანი მანქანების ტექნიკური შემოწმების დროს გამონაბოლქვის მაჩვენებლის გაყალბებაში ამხილეს. ე.წ. დიზელის სკანდალი კომპანიას 25 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები