Thumbnail

Nissan-მა ასტრონომებისათვის ტელესკოპიანი ავტომობილი გამოუშვა

  • Nissan-მა ასტრონომებისათვის ტელესკოპიანი ავტომობილი გამოუშვა
  • Navara Dark Sky-ს შექმნაში მონაწილეობა ევროპული კოსმოსური სააგენტომ მიიღო

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

Nissan Navara Dark Sky

იაპონურმა ავტოგიგანტმა Nissan-მა წარმოადგინა მაღალი გამავლობის ავტომობილი Navara Dark Sky, რომელიც ასტრონომებს და ასტრონომიის მოყვარულებს დააინტერესებთ. ავტომობილს აქვს მისაბმელი, რომელშიც დამონტაჟებულია ტელესკოპი PlaneWave.

NIssan ამ მოდელის კონცეფციაზე ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად მუშაობდა. მისაბმელს გააჩნია სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც ხელსაწყოს გამართულობას ცუდ გზებზე მოძრაობის შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს. ტელესკოპს აქვს ორი ელემენტი და შეუძლია Wi Fi- საშუალებით მონაცემების გადაცემა. სპეციალური სისტემა ProPlot  მძღოლს დაეხმარება შეარჩიოს ხელსაყრელი ადგილი ცაზე დასაკვირვებლად.

Nissan-ის კონცეფტუალური მოდელის და ტელესკოპის შესაძლებლობების გამოცდა Gaia-ს მისიაში მოხდა.ამ მისიის ფარგლებში ასტრონომები იყენებენ თანამგზავრ Gaia-ს ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკის შესაქმნელად. ცაზე დაკვირვებები, როგორც წესი, ბნელ, დასახლებებიდან დაშორებულ, რთული რელიეფის მქონე ადგილებში ხდება, სადაც ტელესკოპის დაზიანების გარეშე მიტანა არც თუ ისე ადვილია.იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ სწორედ ამიტომ Navar Dark Sky  ასტრონომებისათვის იდეალურ სატრანსპორტო საშუალებად შეიძლება იქცეს.

მობილური ტელესკოპები, როგორიცაა მაგალითად PlaneWave დაგვეხმარება უფრო კარგად შევისწავლოთ ჩვენი გალაქტიკის ციური სხეულები.ამ პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ  პროცესში უფრო მეტი ასტრონომი ენთუზიასტები ჩაერთოს. ამ ავტომობილის შექმნა არის ინოვაციისა და ასტრონომიის ერთმანეთთან შეხვედრის მაგალითი: განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა ფრედ იანსენმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები