Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი Alpha Zero - ახალი დაუმარცხებელი მოთამაშე

  • ხელოვნური ინტელექტი Alpha Zero სამ სხვადასხვა თამაშს სრულყოფილად თამაშობს
  • Alpha Zero-ს შეუძლია საკუთარ თავს ეთამაშოს და დაიმახსოვროს მომგებიანი სვლები

20 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც კომპიუტერმა Deep Blue-მ  მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დაამარცხა და ყველას დაანახა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების პროგრესი. მას შემდეგ კომპიუტერები უფრო ჭკვიანები ხდებოდნენ და ადამიანებს სხვადასხვა თამაშებში ამარცხებდნენ. თუმცა თითოეული სისტემა ერთი კონკრეტული თამაშის ათვისებაზე იყო დაპროგრამებული. ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ახალი პროგრამის შექმნა, რომელიც მომავალში  ხელოვნური ინტელექტის სისტემის განვითარებისათვის რევოლუციურიც კი შეიძლება იყოს.

კომპანია DeepMind-ის და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ხელოვნური ინტელექტის სისტემა Alpha Zero, რომელსაც შეუძლია სამი სხვადასხვა თამაში: ჭადრაკი, სიოგი( იაპონური ჭადრაკი) და გო ( ძველი ჩინური თამაში) ითამაშოს. Alpha Zero-ს შეუძლია სამივე თამაში დამოუკიდებლად აითვისოს. ამავე დროს პროგრამა სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან. მას ამისათვის პარტნიორიც კი არ სჭირდება. ხელოვნური ინტელექტი საკუთარ თავს ეთამაშება, იმახსოვრებს წარმატებულ და მომგებიან სვლებს და გარკვეული დროის შემდეგ პრაქტიკულად უშეცდომოდ, იდეალურად თამაშობს. ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს შორის თამაშების ათვისების კუთხით Alpha Zero-ს დღეს კონკურენტი არ ჰყავს. მან 30 საათში დაამარცხა ცნობილი პროგრამა Alpha Go. მეცნიერები ფიქრობენ, რომ Alpha Zero-ს შემდეგი ნაბიჯი ვიდეო თამაშების ათვისება იქნება.

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები