Thumbnail

ეკრანთან ზედმეტი დროის გატარება მოზარდის ტვინის სტრუქტურას ცვლის

  • კვლევის თავდაპირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ ტექნიკასთან ზედმეტი დროის გატარება ტვინის ქერქს ათხელებს
  • ბავშვემა, რომლებმაც ყოველდღიურად ორ საათზე მეტი გაატარეს ეკრანთან, აზროვნების და ენის ტესტებში შედარებით დაბალი ქულა მიიღეს

National Institute of Health-ის მიერ დაფინანსებული კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, სმარტფონები, ტაბლეტები და ვიდეოთამაშები ფიზიკურად ცვლის მოზარდების ტვინს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 11000-ზე მეტ 9-დან 10 წლამდე მოზარდს აკვირდებიან 10 წლის განმავლობაში, რათა დაადგინონ ამა თუ იმ აქტივობის ზეგავლენა ბავშვის ტვინსა და მის ემოციურ თუ მენტალურ განვითარებაზე. პირველადი მონაცემებით, მობილურებთან, კომპიუტერებთან თუ სხვა ტიპის ტექნიკასთან ზედმეტი დროის გატარება ახალგაზრდებს ცვლის და სავარაუდოდ არა უკეთესობისკენ.


4500 ბავშვის ტვინის ტომოგრაფიამ დააფიქსირა თავის ტვინის ქერქის ნაადრევი შეთხელება ბავშვებში, რომლებიც ყოველდღიურად ეკრანთან 7 საათს და მეტს ატარებდნენ. საუბარია ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული შედეგები აჩვენეს ბავშვებმა, რომლებმაც ეკრანებთან ნაკლები დრო გაატარეს, კვლევის ავტორის თქმით, საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია.

“სანამ კვლევას ბოლომდე არ მივიყვანთ და ამ პროცესით გამოწვეულ შედეგებს გარკვეული დროის მანძილზე არ დავაკვირდებით, გადაჭრით ვერ ვიტყვით, ქერქის შეთხელება ნამდვილად ეკრანთან ყოფნამ გამოიწვია თუ არა, რამდენად ცუდია ეს და ა.შ.” - კვლევის ავტორი გაია დოულინგი

ამავე კვლევის თამახმად, ბავშვები, რომლებიც ორ საათს და მეტს ატარებენ ეკრანთან, აზროვნებისა და ენის ტესტებში შედარებით დაბალ ქულებს იღებენ. კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 2019 წელს იგეგმება.
 

კომენტარები

ბოლო ამბები