Thumbnail

48 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე ტელეფონის შექმნაზე ორი კომპანია მუშაობს

  • Honor და Xiaomi 48 მეგაპიქსელიან ტელეფონებს აანონსებენ
  • კამერის შეფასების დროს მეგაპიქსელების რაოდენობა მთავარი კრიტერიუმი არ არის

კომპანია Honor მსოფლიოში ყველაზე მაღალმეგაპიქსელიანი კამერის მქონე ტელეფონის, The View 20-ის გამოშვებას აანონსებს. ტელეფონი იმუშავებს Sony-ს IMX586 სენსორსა და Huawei-ს Kirin 980 პროცესორზე. მოდელის პრეზენტაცია 2019 წლის 22 იანვარს, პარიზში შედგება. ამ დრომდე სმარტფონის სხვა მონაცემები არ საჯაროვდება.

პარალელურად, 48 მეგაპიქსელიანი ტელეფონის გამოშვებას გეგმავს ჩინური კომპანია Xiaomi-ც. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ლინ ბინმა ჩინურ სოციალური ქსელ Weibo-ზე დაპოსტა. მეტ დეტალს არც Xiaomi ასაჯაროვებს, თუმცა ლინ ბინის თქმით, ტელეფონი იანვარში გამოვა. 

როგორც ჩანს, კომპანიები ამ ნაბიჯით მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობენ, რადგან დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ მეტი მეგაპიქსელი ავტომატურად უკეთეს კამერას ნიშნავს. შესაბამისად, თავიანთი პროდუქტის მსოფლიოს ყველაზე მაღალმეგაპიქსელიანი კამერის მქონე ტელეფონად პოზიციონირება კომპანიებისთვის გარანტირებულად მომგებიანი მარკეტინკული სვლაა. აღსანიშნავია, რომ ტელეფონის კამერის შეფასების დროს მეგაპიქსელების რაოდენობის გარდა სხვა ფაქტორებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, მათ შორის ლინზას, სენსორის ზომას და ფოტოს სიბნელეში გადაღების უნარს.

კომენტარები

ბოლო ამბები