Thumbnail

კოსმოსურმა აპარატმა Voyager 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია

  • კოსმოსურმა აპარატმა Voyager 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია
  • აპარატი დედამიწიდან 17,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება

NASA-ს კოსმოსური აპარატი Voyager 2 გავიდა ჰელიოსფეროდან-მზის გარშემო არსებული სივრცის რეგიონიდან და ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია. Voyager 2 იქცა ადამიანის მიერ შექმნილ მეორე ობიექტად, რომელმაც ამ მანძილის დაფარვა შეძლო. მანამდე 2012 წელს ვარსკვლავთშორის სივრცეს Voyager 1 -მა მიაღწია.

აპარატის ბორტზე არსებული ხელსაწყოებიდან დედამიწაზე გამოგზავნილი მონაცემების საფუძველზე NASA-მ მიიღო ინფორმაცია, რომ კოსმოსურმა აპარატმა დატოვა ჰელიოსფერო. NASA-ს  ინფორმაციით Voyager 2-მა ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავშორის სივრცის საზღვარი 5 ნოემბერს გადაკვეთა და დედამიწიდან 17,7 მილიარდი კილომეტრის დაშორებით იმყოფება.

კოსმოსური აპარატი Voyager 2
 

კოსმოსური აპარატი Voyager 2 მზის სისტემის გამოსაკვლევად 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს.Voyager 2 დღემდე რჩება ერთადერთ ობიექტად, რომელმაც შეძლო ურანთან( 1986 წელი) და ნეპტუნთან(1989 წელი) მიახლოება.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მისიის დაწყების დროს ვარაუდობდნენ, რომ კოსმოსური აპარატი მხოლოდ 5 წელი იმუშავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე Voyager-მა დატოვა ჰელიოსფერო, ტექნიკურად ისინი ჯერ კიდევ მზის სისტემის შიგნით იმყოფებიან. კოსმოსური აპარატები მზის სისტემას დატოვებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოორტის ღრუბელს გადაკვეთენ( ოორტის ღრუბელი სფერული ღრუბელია, რომელიც მზეს გარს აკრავს). მეცნიერებმა არ იციან ოორტის ღრუბლის ზუსტი მასშტაბები. ვარაუდობენ, რომ Voyager-ს მისი შიდა საზღვრის მისაღწევად 300 წელი დასჭირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები