Thumbnail

მეცნიერები ადამიანს ღორის კანს პირველად გადაუნერგავენ

  • ადამიანს პირველად გადაუნერგავენ ღორის კანს
  • ადამიანის და ღორის კანი სტრუქტურულად თითქმის იდენტურია

ბოსტონში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, XenoTherapeutics-მა მიზნად დაისახა, კანის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ადამიან დონორებს ალერნატივაც ჰყავდეთ. გასულ კვირას კომპანიამ FDA-ს (US Food and Drug Administration) ნებართვაც მიიღო გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის კანის ადამიანისთვის გადასანერგად ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მსგავსი სამედიცინო მანიპულაცია ძირითადად სჭირდებათ ადამიანებს კანის მძიმე დამწვრობებით. ეს ცხოველის ორგანოს ადამიანისთვის გადანერგვის პირველი მცდელობაა ამერიკაში.

კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მას ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მათ შორის სხეულის სითხეებისთვის ბარიერის შექმნა, ორგანოებისა და კანის ქვეშ მდებარე ქსოვილების მიკროორგანიზმებს მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის მოქმედებისაგან დაცვა და სხვა. კანის მძიმე ფორმის დაზიანების მქონე ადამიანებში მაღალია სასიკვდილო ინფექციების და ორგანოების გათიშვის რისკი.

დღეისთვის, ამერიკაში კანის დონორი შეიძლება იყოს გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში ორგანოს დონორობაზე დათანხმდა ან პაციენტი, რომელმაც წონის რადიკალური კლების შემდეგ ზედმეტი კანი ოპერაციის გზით მოიშორა. მიუხედავად ამისა, STAT-ის კვლევის თანახმად, ოპერაციის შემდგომ კანის გადასანერგად გამოყენების შემთხვევები იშვიათია.

ადამიანის და ღორის კანი სტრუქტურულად თითქმის იდენტურია, გენეტიკური მოდიფიკაციის შედეგად კი ღორის კანი კიდევ უფრო ემსგავსება ადამიანისას. ექსპერიმენტის ძირითადი მიზანია დამწვრობების მომენტალური მკურნალობა, სანამ პაციენტისთვის ადამიანის კანის გადანერგვა მოხერხდება.
 

კომენტარები

ბოლო ამბები