Thumbnail

TBC ჯგუფი ამაზონის ქართულ ანალოგს, Vendoo-ს ქმნის

TBC ჯგუფი ამაზონის ქართულ ანალოგს, Vendoo-ს ქმნის. ერთი მხრივ, პლატფორმა მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქციის სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად შეძენის შესაძლებლობას მისცემს, მეორე მხრივ კი ის სივრცეს შესთავაზებს მცირე და საშუალო მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის მომხმარებლამდე მისატანად. ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ მზა ონლაინ პლატფორმით, სასაწყობე სივრცითა და Vendoo-ს ლოჯისტიკური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობაა. 

პლატფორმა Vendoo ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანია Swoop-ის ბაზაზე შეიქმნება, რომლის 100 პროცენტიანი წილი უკვე TBC ჯგუფს ეკუთვნის. პროექტის საპილოტე ვერსია 2019 წელს გაეშვება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები