Thumbnail

დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა ავტობუსი, რომელსაც ჰაერის გამწმენდის ფუნქცია აქვს

  • საუთჰემპტონში ავტობუსზე ჰაერის გამწმენდი ფილტრი დაამონტაჟეს
  • პროექტის ავტორების სურვილია ჰაერის გამწმენდი ფილტრი ქალაქის ყველა ავტობუსზე დაამონტაჟონ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გამონაბოლქვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტეს ჰაერის დაბინძურების პრობლემის ეტაპობრივი მოგვარება დაიწყონ. კომპანია Go Ahead-მა შეიმუშავა პროექტი, რომელიც ავტობუსს  ქალაქში მოძრაობის დროს ჰაერის გამწმენდის ფუნქციას აკისრებს.

ექსპერიმენტი სამხრეთ ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საუთჰემპტონში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამის ძირითად მიზეზად ქალაქში დიზელზე მომუშავე ტრანსპორტის დიდ რაოდენობას ასახელებენ.

კომპანია Pall Aerospace--ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური ფილტრი, რომელიც Bluestar-ის ავტობუსის სახურავზეა დაყენებული. როდესაც ავტობუსი მოძრაობს, ფილტრიც ამუშავდება და მავნე ნაწილაკებს იზიდავს.

ავტობუსის მოძრაობის დროს ჰაერის გაწმენდა გზიდან მეტრის სიმაღლემდე ხდება. სპეციალისტების გამოთვლით, იმ შემთხვევაში თუ საუთჰემპტონის ყველა ავტობუსზე მსგავსი ფილტრი დამონტაჟდება, ქალაქში ჰაერი რამდენიმე წელიწადში სრულად გაიწმინდება. Go Ahead-ის დირექტორის დევიდ ბრაუნის განცხადებით:

ამ პროექტით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ავტობუსი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, რომლითაც ქალაქში გადაადგილება შეიძლება. მას შეუძლია ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაშიც მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი სურვილია ჰაერის გამწმენდი ფილტრი საუთჰემპტონის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდეს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები