Thumbnail

რობოტების დახმარებით კაფემ მიმტანებად შშმ პირები დაასაქმა

  • იაპონიაში კაფის რობოტ მიმტანებს შშმ პირები აკონტროლებენ
  • პროექტის მიზანია შშმ პირების მეტი დამოუკიდებლობა

რობოტი მიმტანები ტექნოლოგიურ სამყაროში სიახლე არ არის. ნეპალში, კაფე Naulo-ში სამი ჰუმანოიდი რობოტი, სახელად “Gingers” უკვე დასაქმებულია, თუმცა სტარტაპმა Ory Lab ეს კონცეფცია ახალ საფეხურზე გადაიყვანა. 

იაპონიაში, ტოკიოში 2 კვირით გაიხსნა კაფე “Dawn Ver Beta”. კაფის სტუმრებს Orly Lab-ის რობოტები ემსახურებოდნენ, რომლებსაც დისტანციურად შშმ პირები მართავდნენ. პროექტის მიზანი შშმ პირებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება იყო.

კაფეში სულ 10 ადამიანი დასაქმდა, რომლებიც 1.20 მეტრიან რობოტებს სახლიდან მართავდენ. მათი ანაზღაურება საათში 9 დოლარი იყო. მიმტანი რობოტი კონტოლდება კომპიუტერის დახმარებით, რომელიც ადამიანის თვალის მოძრაობას აღიქვამს და მას ამ გზით გადასცემს რობოტს. შშმ პირების თვალის სენსორით რობოტის თითოეულ მოძრაობის გაკონტროლება და კლიენტებთან საუბარიც კი შეეძლოთ. 

“მინდა შევქმნა სამყარო, რომელშიც იმ ადამიანებსაც შეეძლებათ მუშაობა, რომელთაც გადაადგილება უჭირთ” - Ory Lab-ის დამფუძნებელი კენტარო იოჯიფუჯი

როგორც კაფის სახელიდანაც ჩანს, კაფემ ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა მისი შემქმნელები კვლავ ცდილობენ, მოიძიონ დაფინანსება 2020 წელს კაფის სრულად ასამოქმედებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები