Thumbnail

რუსული 'მაღალტექნოლიგიური რობოტი' გადაცმული ადამიანი აღმოჩნდა

"მე კარგად ვიცი მათემატიკა და ახლა მინდა რომ ხატვა ვისწავლო" ამ სიტყვებით წარსდგა რობოტი ბორისი რუსეთში გამართულ რობოტიკის ახალგაზრდულ ფორუმზე, შემდეგ კი სიმღერა Skibidi-ზე იცეკვა. 

რუსულმა სამთავრობო არხმა, Россия 24-მა რობოტის გამოჩენა პომპეზურად გააშუქა. თუმცა სკეპტიკოსებს რობოტის ნახვის დროს არაერთი შეკითხვა გაუჩნდათ. მაგალითად, თუ სად არის მისი გარე სენსორები, ცეკვის დროს რატომ აკეთებს ბევრ არასაჭირო მოძრაობას, რატომ ჩანს, თითქოს მის შიგნით ადამიანი იდეალურად ჩაეტეოდა და ა.შ. 
 
საბოლოოდ გაირკვა, რომ ბორისი რობოტის კოსტუმში გადაცმული ადამიანია. სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელშიც ნათლად ჩანს რობოტის კოსტუმიდან ადამიანის კისერი. 

3000 გირვანქის ღირებულების კოსტუმი აღჭურვილია მიკროფონით და ეკრანით, და ის ნამდვილი რობოტის ილუზიას ქმნის.
 
მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინის ოპონენტის, მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფინანსებულმა საინფორმაციო სააგენტომ, MBKh Media-მაც გამოაქვეყნა  ფორუმამდე გადაღებული ფოტო, რომელშიც რობოტის კოსტუმში გამოწყობილი მსახიობი ჩანს. ვებგვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ ფორუმის ორგანიზატორები მას ნამდვილ რობოტად არ ასაღებდნენ, განსხვავებით სამთავრობო ტელევიზიისგან, რომელსაც გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები