Thumbnail

Samsung-ი Galaxy S10-ის სამ ვერსიას გამოუშვებს

  • Samsung Galaxy S10-ის სამი ვერსია გამოვა
  • ტელეფონების ფასები £669 დან £1399-მდეა

გამოცემა Gizmondo-მ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Samsung Galaxy S10-ის გამოშვების დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, S10-ის წინასწარი შეკვეთა 20 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი, ოფიციალურად კი ტელეფონი 8 მარტიდან გაიყიდება.

სამსუნგი Galaxy S10-ის სამ ვერსიას გამოუშვებს: სტანდარტულ ვერსიას, S10 Plus-ს და S10 Flat-ს. აღსანიშნავია, რომ სამსუნგი Galaxy screen-ის ალტერნატივად ტელეფონის ბრტყელ ეკრანსაც აბრუნებს. 

ფუნქციები და ანაბეჭდის სკანერი

Samsung Galaxy S10-ის მოდელებს უკაბელოდ სხვა მოწყობილობების დატენვის ფუნქცია - Powershare ექნება, თუმცა უცნობია ტელეფონის ელემენტის ზომა. ასევე, ტელეფონი აღჭურვილი იქნება თითის ანაბეჭდის განახლებული, 3D სენსორით, რომელიც ოპტიკურ, შედარებით იაფფასიან 2D სენსორზე ბევრად დაცულია. როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, ტელეფონებს არ ექნება 5G მხარდაჭერა. 

ტელეფონების ზომა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტანდარტული ვერსიის ეკრანის ზომა დიაგონალზე იქნება 6.1 დიუმი (15.494 სმ), Plus ვერსია 6.4 დიუმი (16 სმ), ხოლო Flat ვერსია 5.8 დიუმი (14.732 სმ)
 

სავარაუდო ფასები (ინგლისი)

Samsung Galaxy S10
128GB - £799
512GB - £999
Samsung Galaxy S10 Flat
128GB - £669
Samsung Galaxy S10 Plus 
128GB - £899
512GB - £1099
1TB - £1399

კომენტარები

ბოლო ამბები