Thumbnail

„მინდორი“- ჯანსაღი კვება და მწვანე ტექნოლოგიები

 

„მინდორი“ ოჯახური სტარტაპია. ცოლ-ქმარს მარიტა გენებაშვილს და ლეკო შათირიშვილს სტარტაპების მართვის სამწლიანი გამოცდილება აქვთ. „მინდორი“ ინტერიერის მრავალდონიანი ფერმაა, სადაც მომხმარებელს სპეციალური მიწის კაფსულებით შეუძლია მოიყვანოს მწვანილი, ბოსტნეული ან ყვავილი. ინოვაცია პროფესიონალ და მოყვარულ მზარეულებს დააინტერესებთ. პროექტმა 2018 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა. სტარტაპი პროდუქციის წარმოებას 2019 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები