Thumbnail

Facebook-ის ხარვეზით 6.8 მილიონი მომხმარებლის პირადი ფოტოები გასაჯაროვდა

Facebook-ს კვლავ პრობლემები აქვს მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. სოციალური ქსელის მორიგი ხარვეზის შედეგად, Facebook-თან დაკავშირებული აპლიკაციების დეველოპერებმა 6.8 მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა, მათ შორის გამოუქვეყნებელ ფოტოებზე. ხარვეზი 12 დღის განმავლობაში, 13-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა.

Facebook-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. კომპანია აპირებს, აპლიკაციების დეველოპერებთან თავად გადაამოწმოს, წაშალეს თუ არა მათ მომხმარებლების ფოტოები, თუმცა რამდენად რეალისტურია ეს გეგმა, უცნობია.

მომხმარებლებს, რომელთაც Facebook-ის ხარვეზი შეეხოთ, მომხდარის შესახებ დამატებით აცნობებენ შემდეგი შეტყობინებით:

"Facebook-ის მოვალეობა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფაა და თუ ამას ვერ შევძლებთ, ესე იგი ხალხის სამსახურში ყოფნას არ ვიმსახურებთ." - ეს სიტყვები Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა წლის დასაწყისში, კონგრესის წინაშე წარმოთქვა.

კომენტარები

ბოლო ამბები