Thumbnail

2018 წლის ყველაზე ცუდი პაროლები დასახელდა

  • მკვლევარებმა 2018 წლის ყველაზე ცუდი პაროლები დაასახელეს
  • სიას ორი ახალი პაროლი დაემატა

SplashData-ს მკვლევარებმა ტრადიციულად წლის ყველაზე ცუდი პაროლების ოცეული გამოაქვეყნეს. როგორც აღმოჩნდა, ზედიზედ მეხუთე წელია „123456“ და „password” პირველ და მეორე ადგილებს იკავებს. სიას დაემატა კიდევ ორი ახალი პაროლი, „111111“ და „sunshine”.

2018 წლის ყველაზე ცუდი პაროლების ოცეული:

  • 123456
  • password
  • 123456789
  • 12345678
  • 12345
  • 111111
  • 1234567
  • sunshine
  • qwerty
  • iloveyou
  • princess
  • admin
  • welcome
  • 666666
  • abc123
  • football
  • 123123
  • monkey
  • 654321
  • !@#$%^&*

რეიტინგის ავტორები აზუსტებენ, რომ ცუდ პაროლებს მომხმარებლების დაახლოებით სამი პროცენტი იყენებს, ამას კი მარტივი მიზეზი აქვს - ხშირად ადამიანებს ეზარებათ რთული პაროლების მოფიქრება და დაზეპირება. მიუხედავად ამისა, ისინი უსაფრთხოებისთვის გვირჩევენ, რომ მოვიფიქროთ არანაკლებ 12 სიმბოლოიანი პაროლები და გამოვიყენოთ არა მხოლოდ ასოები და ციფრები, არამედ სპეცსიმბოლოებიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები